კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
ჰოლტი - "კრიშტიანუ ნამდვილად დიდი ფეხბურთელია, თუმცა სიმართლე გითხრა, მას რონალდოზე მაღლაც კი ვერ ვაყენებ. არაერთი უმძიმესი ტრავმის მიუხედავად, ნაზარიომ მუნდიალი მოიგო. არარეალური იყო ის, რაც მან გააკეთა. ჩემი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში მას რონალდუზე დიდი სახელი აქვს".
მორგანი - "რონალდოს პიკი გაგრძელდა სულ რაღაც სამი წელიწადი, მაშინ, როდესაც კრიშტიანუ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მწვერვალზეა. მოიგებდა ნაზარიო მუნდიალს რომ ყოფილიყო არა ბრაზილიაში, არამედ პორტუგალიაში? ვერ მოიგებდა! მაგალითად ბესტს საერთოდაც არ უთამაშია აღნიშნულ ტურნირზე, მაგრამ ეს ფაქტი მას ხომ არ აკნინებს?!".











