კილიან მბაპემ გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა ის მოზარდობაში ზინედინ ზიდანის ინიციატივით მადრიდის რეალში. გავიდა თითქმის 15 წელი და ფრანგი ფორვარდი დღეს ბრწყინავს "სამეფო კლუბში", ეროვნულ გუნდში კი მისი დამრიგებელი სწორედ "ზიზუა".
"ყველაფერი განვითარდა ფილმის სცენარით - დიდი ხნის წინ, ზიდანმა წამიყვანა რეალში, დღეს კი საფრანგეთის ნაკრებში ის ჩემი მწვრთნელია. იმ დროს ვიყავი 13 თუ 14 წლის...თითქოს მთელი საუკუნე გავიდა. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ გუნდს, იწყება სრულიად ახალი ერა, რომლის ცენტრში ზინედინი იქნება.
აქამდე, "მამლებში" ვთამაშობდი მხოლოდ დეშამის მწვრთნელობით და ნაკრებში ახალი დამრიგებელი ჩემთვის სრულიად უცხო მოვლენა არის. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება...ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა "ლურჯების" კაპიტანმა, რომლის ეროვნული გუნდის ოპონენტები ერთა ლიგაზე იტალია, ბელგია და თურქეთი იქნებიან.











