რეალ მადრიდისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
"ოქროს ბურთი? ამასთან დაკავშირებით მშვიდად ვარ. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და ვფიქრობ, ყველაფერს თავი გავართვი. ახლა კი მხოლოდ უნდა დაველოდოთ.
ჩემი ინდივიდუალური წელი შესანიშნავი იყო. ყველა დიდ ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ეს ოქროს ბურთისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ნამდვილად ვგრძნობ, რომ ჩემთვის კარგი წელია.
იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ვერ მოვიგებ, რადგან კონკურენტუნარიანი ვარ."












