ფერან ტორესს ჰკითხეს, თუ ვინ უნდა გახდეს ოქროს ბურთის გამარჯვებული, რაზეც მსოფლიო ჩემპიონმა თავდამსხმელმა გამოთქვა იმედი, რომ წლის საუკეთესოდ რომელიმე ესპანელი მოთამაშე დასახელდება. შეგახსენებთ, "ლა როხადან" ბალონ დ'ორზე წარდგენილები არიან როდრი, კუკურეია, ფაბიანი, იამალი, კუბარსი და თავად პარი სენ-ჟერმენის ახალწვეული ფორვარდი.
"ოქროს ბურთი? საუკეთესომ გაიმარჯვოს! ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი დასახელდება. არგენტინის კარის აღება? აღნიშნულ ვიდეოს ვუყურე უკვე მილიონჯერ და ეს ის ემოციებია, რაზეც ინიესტა საუბრობდა...დარტყმა, სიჩუმე და აღნიშნვა.
უკვე აღარ მახსოვს, თუ როგორ გავიტანე ის გოლი. გავცვლიდი თუ არა ამ ყველაფერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამ გოლზე? არა, ეს ფასდაუდებელი რამაა", - განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა. შეგახსენებთ, "ალბისელესტესა" და "წითელთა" დუელის მთავარი გმირი მოედანზე შემოვიდა 62-ე წუთზე, მოგების მომტანი ბურთი კი 26 წლის წინახაზელმა 106-ზე შეაგდო.











