ზინედინ ზიდანმა ოქროს ბურთის მოახლოებული დაჯილდოების შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, ის არ ჩაერევა ამ დისკუსიაში იმისთვის, რომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში სიმშვიდე სუფევდეს. აქვე დავამატებთ, ცოტა ხნის წინ, მადრიდის რეალის ექს-დამრიგებელმა ბალონ დ'ორის ფავორიტად ლეო მესი დაასახელა.
"ოქროს ბურთი? საუბრები იქნება ყოველთვის და მე არ ვაპირებ ამ დისკუსიაში ჩართვას. ამ ყველაფერს ვერ დავუსვამ წერტილს, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მესმის მოთამაშეებისაც, რომლებსაც რასაკვირველია აქვთ ბალონ დ'ორის თუნდაც 1-ხელ მოგების ამბიცია.
როდესაც საფრანგეთის ნაკრები შეიკრიბება სრული შემადგენლობით, ოქროს ბურთის თაობაზე არ ვისაუბრებთ. არ გვჭირდება ზედმეტი პრობლემები, მხოლოდ უახლოეს 4 შეხვედრაზე ვფიქრობთ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.












