ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი დანიელ რიოლი, რომელიც RMC-ის წარმომადგენელია, პსჟ-ს ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ ოქროს ბურთი კვარაცხელიამ უნდა მოიგოს. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია.
კვარაცხელია ძალიან მიყვარს და კარგი ფეხბურთელია, თუმცა მისი თამაში ოქროს ბურთის მოსაგებად საკმარისი არ არის. ხვიჩას მარსელთან არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული, კვარაცხელია კი 30 ნომინანტს შორის მოხვდა.












