პსჟ-ს ესპანელი თავდამსხმელი ფერან ტორესი, რომელმაც ფრანგი გულშემატკივარი უკვე აალაპარაკა, პარიზულ გუნდში გადასვლის მიზებზე საუბრობს.
ფერან ტორესი პსჟ-ს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა.
"ვფიქრობ, პსჟ-ში გადასვლა ჩემი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მოქმედი ევროპის ჩემპიონები არიან და რა თქმა უნდა, ამბიცია გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.
ამაზე ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ვფიქრობდი. კლუბებს შორის აქტიური საუბრები იყო, მუნდიალის შემდეგ კი ყველაფერი გადაწყდა.
ჩემს ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ლუის ენრიკემაც ითამაშა, რომელიც ჩემი საფეხბურთო მამაა", - განაცხადა ტორესმა.












