ბარსელონასა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, რაფინიამ, 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ოქროს ბურთი ლამინ იამალმა უნდა მოიგოს. ეს ჯილდო ინდივიდუალურ სტატისტიკაზე, გუნდურ ტიტულებზე, მაგიაზე, ქარიზმასა და კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ლამინს კი ეს ყველაფერი აქვს, შესაბამისად, ის ამას იმსახურებს გამარჯვებას.
მას წინა სეზონში საოცარი სტატისტიკა ჰქონდა და ახლაც გასაოცარ ფორმაშია.
სამი ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატი, ის ოქროს ბურთს იმსახურებს."











