საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საუდის არაბეთში საელჩოსთან კონსულტაციის შედეგად, აცხადებს უარს გაფრინდეს და მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე.
ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარებით. ბოლოდროინდელი თავდასხმების, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვისა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია უსაფრთხოდ მივიჩნიოთ ჩემპიონატში მონაწილეობა. ვინაიდან არსებობს ესკალაციისა და მილიტარისტული პასუხის საფრთხე, ჩვენ კანონიერად ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების, გუნდისა და სტაფის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ნაკრები არ გაემგზავრება საუდის არაბეთში.
წყარო & ფოტო: საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია - Georgian cyber football federation - GCFF.

















