EA Sports-მა FC 27-ში ფეხბურთელების რეიტინგები ოფიციალურად გამოაქვეყნა. ახალ სიმულატორში სულ 31 ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ, რომელთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, კერძოდ 89. მეორე ადგილზე გიორგი მამარდაშვილს ვხვდებით, 83, ხოლო მესამე საუკეთესო რეიტინგი გიორგი მიქაუტაძეს აქვს - 79.
| ფეხბურთელი | კლუბი | რეიტინგი |
| ხვიჩა კვარაცხელია | პარი სენ-ჟერმენი | 89 |
| გიორგი მამარდაშვილი | ლივერპული | 83 |
| გიორგი მიქაუტაძე | ვილიარეალი | 79 |
| ოთარ კიტეიშვილი | შტურმი გრაცი | 75 |
| გიორგი ქოჩორაშვილი | სევილია | 74 |
| ზურიკო დავითაშვილი | სენტ-ეტიენი | 74 |
| გიორგი წიტაიშვილი | რაიო ვალეკანო | 74 |
| ვაკო ყაზაიშვილი | შანდონგ ტაიშანი | 73 |
| საბა საზონოვი | ხეტაფე | 73 |
| გიორგი ჩაკვეტაძე | უდინეზე | 72 |
| ბუდუ ზივზივაძე | ჰაიდენჰაიმი | 72 |
| საბა ლობჟანიძე | რეალ სოლტ ლეიქი | 71 |
| ანზორ მექვაბიშვილი | ჩიკაგო ფაიერი | 71 |
| ლუკა ლოჩოშვილი | კიოლნი | 71 |
| იური ტაბატაძე | კადისი | 70 |
| ირაკლი აზაროვი | შახტარი | 70 |
| გიორგი ქვილითაია | ჰოლშტეინ კილი | 70 |
| ოთარ კაკაბაძე | კრაკოვია | 69 |
| გიორგი გოჩოლეიშვილი | კადისი | 69 |
| გიორგი კვერნაძე | ფროზინონე | 69 |
| ლუკა გუგეშაშვილი | გიოზთეფე | 69 |
| გიორგი გულიაშვილი | რასინგ სანტანდერი | 69 |
| ირაკლი იეგოიანი | ექსელსიორი | 68 |
| საბა გოგლიჩიძე | მონცა | 68 |
| გიზი მამაგეიშვილი | შტურმი გრაცი | 67 |
| გიორგი აბუაშვილი | მეცი | 67 |
| გურამ გიორბელიძე | ერზურუმსპორი | 65 |
| ოთარ მამაგეიშვილი | ვოლფსბერგერი | 65 |
| გაბრიელ სიგუა | ბაზელი | 61 |
| დაჩი ლორთქიფანიძე | კრემონეზე | 56 |
| გიორგი ყავლაშვილი | უნიონ სენ ჟილი | 55 |
შეგახსენებთ, ახალი სათამაშო სიმულატორი გაყიდვაში 25 სექტემბრიდან ჩაეშვება.
ფოტო: Nakrebi.ge

















