14 ოქტომბერს საქართველოში, კერძოდ, რუსთავში, სამოყვარულო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი იწყება.
UEFA Regions’ Cup-ზე მონაწილეობას, საქართველოს სახელით, მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ბასა მიიღებს. კლუბის შემადგენლობა ჩემპიონატისთვის როგორც თავად ბასას, ისე ლიგის სხვადასხვა გუნდებიდან შერჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტდა.
მატჩების განრიგი შემდეგნაირია:
14 ოქტომბერი, 20:00, ბასა - SW Bulgaria (ბულგარეთი)
17 ოქტომბერი, 20:00, ბასა - Central Bohemia (ჩეხეთი)
20 ოქტომბერი, 17:00, ბასა - BKS Almaty (ყაზახეთი)
ტურნირის ამ - მეორე ეტაპზე მონაწილეობას სულ 32 გუნდი იღებს, რომლებიც 8 ჯგუფად იყოფიან. თითო ჯგუფს თითო გამარჯვებული ეყოლება, რომელიც ასპარეზობას მომავალ წელს მესამე - ფინალურ ეტაპზე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული სამოყვარულო ფეხბურთის გაზრდილი ევროპული რეიტინგის გამო, ქართული კლუბი ჩემპიონატში პირდაპირ, საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, ერთვება.











