ტრანსფერი დაიხურა — ქრისტოს ძოლისი ბრიუგედან კარიერას არსენალში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 24 წლის ბერძენ ვინგერს ლონდონში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
არსენალი ძოლისის სანაცვლოდ €40 მილიონს გადაიხდის, თავად ბერძენი კი "მეთოფეებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ქრისტოს ძოლისს 2025/26 წლების სეზონი საოცრად შთამბეჭდავი ჰქონდა. ახალგაზრდა ბერძენმა 52 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 22 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ცოლისის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენდნენ, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ არსენალში სურდა.


















