გავლენიანი ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, არსენალში ვარაუდობენ, რომ უილიამ სალიბა მომდევნო სეზონის მნიშვნელოვან ნაწილს გამოტოვებს. ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ზურგის ძლიერი ტკივილის გამო თამაში ვეღარ გააგრძელა. გავრცელებული ცნობებით, მან დაიო უპამეკანოს უთხრა, რომ ტკივილს ვეღარ უძლებდა და მისი ზურგი "მკვდარი“ იყო.
ზემოხსენებული წყაროების ცნობით, სალიბა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქრონიკულ ზურგის ტკივილს ტკივილგამაყუჩებლების და მსუბუქი სავარჯიშო პროგრამის დახმარებით უმკლავდებოდა.
ამჟამად ყველაზე რეალურ ვარიანტად ქირურგიული ოპერაცია განიხილება, რის ფონზეც 25 წლის მცველმა დიდი შანსია 4-დან 6 თვემდე იუქმოს. ფრანგი ფეხბურთელი ექიმებთან კონსულტაციებს უკვე გადის და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი










