ქართველებმა პირველი ნახევარი 4:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი 2 გოლი გაიტანეს. ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გიორგი ჩიმაკაძემ, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, ნიკა ხარატიშვილმა და მეკარემ, ბექა ტყემალაძემ გაიტანეს. ბექამ მატჩის ბოლო წუთებზე საკუთარი კარის მისადგომებიდან დაარტყა და მეტოქის კარში გააგზავნა ბურთი.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მე-10 ჯგუფში, 6 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს პირველადგილოსან საფრანგეთს, რომელსაც 2 მატჩი აქვს ჩატარებული. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას ბულგარეთის წინააღმდეგ სტუმრად 4 თებერვალს გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მთავარი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.








