ჩვენი გუნდი A ჯგუფში ლიეტუვას, გერმანიასა და მალტას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის მატჩები ლიეტუვაში, ქალაქ დრუსკინინკაიში 22-25 იანვარს გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ რაუნდში ასპარეზობის უფლებას ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.
ბესარიონ არველაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვაში 21 იანვარს, 12 ფეხბურთელით გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიგი ლომაია (პსპ), ალექსანდრე ღარიბოვი (თსუ)
წინა ხაზი: თენგიზ პატარაია (ბეტისი თბილისი), ლუკა მიქაბერიძე (SL აკადემია), ნიკოლოზ გოგოხია (SL აკადემია), გიორგი აირაპეტიანი (SL აკადემია), დავით წერეთელი (SL აკადემია), დაჩი ცალუღელაშვილი (ინტერის აკადემია), ილია გოგოხია-ხატისკაცი (SL აკადემია), ნიკა ქარცივაძე (თსუ), ლევან გუგუციძე (SL აკადემია), მოსე ჩიქოვანი (ბსსა)
მატჩების განრიგი
22 იანვარი | საქართველო - გერმანია | 18:30
23 იანვარი | მალტა - საქართველო | 18:30
25 იანვარი | ლიეტუვა - საქართველო | 21:30








