საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი სტრასბურგსა და პსჟ-ს შორის, საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.
პირველ ნახევარში ანგარიში მასპინძლებ,ა გახსნეს, რის შემდეგაც პსჟ მომენტებს ვერ ქმნიდა და სტრასბურგს მეორე გოლის გატანა შეეძლო.
მეორე ნახევრის მეორე ნაწილში ენრიკემ ძირითად ბირთვი შემოიყვანა და ვიხილეთ ქამბექიც. ანგარიში ზაბარნიმ დემბელეს პასით გაათანაბრა.
მალევე დემბელემ თავად გაიტანა, მატჩს კი წერტილი დეზირე დუემ დაუსვა და პსჟ-ს 1:3 მოაგებინა. პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და მეორე ნახევარში შეცვალეს.












