ჩელენჯ თასის 2026/27 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, შავმა ლომმა ავჭალის სტადიონზე ოსფრიზს უმასპინძლა და 39-14 დამარცხდა.
დღევანდელი შეხვედრა სტუმრების დიდი უპირატესობით წარიმართა და მეტოქემ 7 ლელო დადო, რასაც შავმა ლომმა მხოლოდ 2 ლელოთი უპასუხა და უელსურმა 5 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ჩელენჯ თასის მომდევნო, მეორე ტურის შეხვედრას ქართული ფრანჩაიზი 13 დეკემბერს, საფრანგეთში ჩაატარებს, სადაც ტულუზას დაუპირისპირდება. ფრანგულმა კლუბმა პირველ ტურში ედინბურგს 27-17 აჯობა.










