სერია ა-ს მეშვიდე ტურში მილანის ინტერი ესტუმრა ბოლონიას, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მოქმედი ჩემპიონი მარცხდებოდა პირველი ნახევრის ბოლომდე, მაგრამ შემდეგ, მარკუს ტურამის, კარლოს აუგუსტოსა და ანჟ-იოან ბონის ბურთებით, "ნერაძურიმ" ქამბექი მოახდინა.
ბოლონია 1:3 ინტერი
გოლები: 1:0 ტომაზო პობეგა 10', 1:1 მარკუს ტურამი 44', 1:2 კარლოს აუგუსტო 69', 1:3 ანჟ-იოან ბონი 83'.










