ლიგა 1-ის მე-7 ტურში პარი სენ-ჟერმენი ესტუმრა სტრასბურგს, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჩემპიონი 77-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ მოგვიანებით, 16 წუთის შუალედში პსჟ-მ 3 ბურთი შეაგდო. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე გაატარა 65 წუთი, შემდეგ კი უსმან დემბელეთი იქნა შეცვლილი. ქართველი ვინგერის შეფასება 6.8 იყო.
სტრასბურგი 1:3 პსჟ
გოლები: 1:0 ჯოვანი რეინა 17', 1:1 ილია ზაბარნი 77', 1:2 უსმან დემბელე 85', 1:3 დეზირე დუე 90+3.










