პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში ჩელსი ესტუმრა ევერტონს, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი პედრო ნეტუმ გაიტანა. ზედიზედ სამი მოუგებელი შეხვედრის შემდეგ, ლონდონელებმა წარმატების გემო გაიხსენეს: გასულ ტურში ჯერ ბორნმუთი გაანადგურეს, ახლა კი ლივერპულელებსაც მოუგეს.
ევერტონი 0:2 ჩელსი
გოლები: პედრო ნეტუ 46', 90'.











