სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მშვილდოსნობაში ორი ტურნირი გაიმართა. სპორტის ამ სახეობაში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ქეთევან ლოსაბერიძის თასზე ქალთა კატეგორიაში პირველ ადგილზე ანა ბოლოკაძე, ვაჟებში კი ანრი ბასილაძე გავიდა.
საქართველოს თასის გამარჯვებული ქალთა შორის ჩემპიონი მედეა გვინჩიძე, ხოლო ვაჟთა შეჯიბრებაში ალექსანდრე მაჭავარიანი გახდა. გამარჯვებულები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა, რომელიც მშვილდოსნებსშვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის ცალკეული პუნქტების რეალიზებაში დახმარებას დაჰპირდა.















