საბერძნეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 10 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი ლილე სვანაძე გახდა. მან ცხრა ტურის განმავლობაში შვიდი პარტია მოიგო, ორი კი ყაიმით დაასრულა.
14 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თეა რუსიტაშვილმა. მოჭადრაკემ ცხრა ტურში 7 ქულა დააგროვა. 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბრინჯაოს დასჯერდა ერეკლე ტაბატაძე, რომელმაც ცხრა ტურში ასევე 7 ქულა მოაგროვა.






![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის შესანიშნავი პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F3pyIfXM14x3WlAAPvfT1po4AOVddAVtv.png&w=3840&q=75)







