დღეს დილით NBA-ში კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
მორიგი შეხვედრა ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელიც გასვლაზე მილუოკი ბაქსს დაუპირისპირდა. მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 112:123.
ლეიკერსმა საოცარი ფორმა აკრიფა - ჯეიჯეი რედიკის გუნდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩის მოგება შეძლო და დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა.
გუშინდელ მატჩში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 26:15 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში შესანიშნავი პერფორმანსი აჩვენა და 23 ქულა ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 2 პასიც დაუმატა.
მატჩის მიმოხილვა
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას ფინიქს სანსთნ ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 16 ნოემბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.
![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის შესანიშნავი პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F3pyIfXM14x3WlAAPvfT1po4AOVddAVtv.png&w=3840&q=75)












