საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ გააკეთა.
"ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ხვალინდელ მატჩში განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ და წინა მატჩში გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა.
როგორც უკვე ვთქვი, საქართველო სხვანაირ თამაშს შემოგვთავაზებს, რადგან როცა მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაა, ტაქტიკა განსხვავებულია.
მინდა კვარას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, რადგან მას მთელი ოჯახი ვგულშემატკივრობთ", - განაცხადა მარკო როსიმ.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის, 14 ნოემბერს გაიმართება.











