დღეს გაიმართება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მეოთხედფინალის მატჩები. ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება საფრანგეთში, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ როგორც აღნიშნული, ისე სხვა შეხვედრებიც.
ლიონი VS მანჩესტერ იუნაიტედი (23:00)
ლიონს მანჩესტერი არასდროს დაუმარცხებია - ორი მარცხი და ორი ფრე. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ის ინგლისურ გრანდს ხვდება პირველად და იქნება რიგით მე-9 ქართველი მოთამაშე, რომელიც იუნაიტედს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში მოგებული ბილბაოს ატლეტიკსა და გლაზგო რეინჯერს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს, რომელსაც "წითელი ეშმაკები" ხვდებიან საკადრო პრობლემებით - ჯონი ევანსი, ლისანდრო მარტინესი, ამად დიალო, ჩიდო ობი-მარტინი, ასევე საეჭვოა მატის დე ლიხტისა და კობი მეინოს თამაშიც. ოლიმპიკს მალიკ ფოფანა და ერნესტ ნუამა არ ეყოლებიან.
ევროპა ლიგის 1/4 ფინალის ყველა მატჩი:
20:45 - ბოდო გლიმტი-ლაციო
23:00 - ლიონი-მანჩესტერ იუნაიტედი
23:00 - ტოტენჰემი-აინტრახტი
23:00 - რეინჯერსი-ბილბაო
კონფერენს ლიგის 1/4 ფინალის ყველა მატჩი:
20:45 - ლეგია-ჩელსი
23:00 - სელიე-ფიორენტინა
23:00 - ბეტისი-იაგელონია
23:00 - დიურგარდენი-რაპიდი