უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
ვილი სანიოლსა და ახალ მწვრთნელზე
"ის პერიოდი, რაც ერთად გამოვიარეთ, ყველაზე აღმატებული იყო საქართველოს ნაკრებისთვის, თუმცა შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში გვქონდა, შესაბამისი არ იყო. კონკრეტულ თამაშს გუნდი იგებს და გუნდი აგებს, ამიტომ ყველანი ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს და ვცდილობთ, გამოვასწოროთ. რამაზ სვანაძეს კი ახალ თანამდებობაზე წარამტებებს ვუსურვებთ."
მიმართა გულშემატკივარს
"გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყოველთვის შევეცდებით, მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ და ყველაფერი გავიღოთ. შეიძლება, ხანდახან შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ქვეყნისადმი და ნაკრებისადმი საიყვარულს არ ვიშურებთ და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატებისთვის. ასე იქნება ხვალინდელ მატჩშიც."
ჩრდ.ირლანდიის მარცხის შემდეგ საუბარი
"ფეხბურთელებმა ერთმანეთში ვთქვით, რომ ამ მარცხის შემდეგ, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და სწორი რეაქცია მოვახდინოთ"
უკრაინასთან მატჩზე
"უკრაინასთან გამარჯვება არ გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა და ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე და გამარჯვებაზე ვფიქრობთ"
ტრავმაზე
"გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გამიცდა და სანაკრებო შეკრებამდე, კლუბში სრულად არცერთი თამაში არ ჩამიტარებია. რამდენ წუთს მივიღებ ხვალ, მწვრთნელის გადასაწყვეტია"
















