7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია 5 აპრილს გაიმართება

5 აპრილს, სასტუმრო პულმანში, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და ასევე შეჯამდება გასული წლის პროექტები და გამოვლინდებიან 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყველაზე გამორჩეული პროექტის, betlive მასტერ ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები.
ხვალვე, გაიმართება 2025 წლის სეზონში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია.
betlive მასტერ ლიგის 2025 წლის სეზონი 6 აპრილს, სუპერთასის ფინალური მატჩით დაიწყება. ერთმანეთს გასული სეზონის თბილისის ჩემპიონი „კავკასიის ავტოიმპორტი“ და საქართველოს betlive Master Cup-ის გამარჯვებული „თბილისის მერია“ დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა 7x7 ასოციაციის არენაზე, 20:00 საათზე დაიწყება.
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიის პირდაპირ ეთერში ხილვა შესაძლებელი იქნება 7x7 ფეხბურთის ასოციაციის youtube არხზე, ხოლო სუპერთასის ფინალის, betlive მასტერ ლიგის youtube არხზე.







