ტრანსფერი დაიხურა, ენცო ფერნანდესი ჩელსიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, არგენტინელ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მანჩესტერ სიტი 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით £125 მილიონს გადაიხდის, არგენტინელი კი "ქალაქელებთან" გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ენცო ფერნადესი ჩელსის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. არგენტინელმა ამ დროში 170 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 31 გოლი და 30 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მანჩესტერ სიტი ენცო ფერნანდესის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.

















