ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი ფეინოორდის ფეხბურთელია! როტერდამულმა კლუბმა 31 წლის ინგლისელი შემტევის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
🏴 Raheem Sterling = 🟥⬜️⬛️ pic.twitter.com/8O6baKjh0a
— Feyenoord Rotterdam (@Feyenoord) February 12, 2026
მას შემდეგ, რაც რაჰიმ სტერლინგმა ჩელსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ინგლისელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ. განიხილებოდა როგორც საუდიში გადასვლა, ისე ტოპ 5 ლიგაში დარჩენაც, თუმცა როგორც ჩანს ყველას ფეინოორდმა აჯობა და გამოცდილი ინგლისელის ტრანსფერიც დახურა.
















