ტრანსფერი დაიხურა, ლუკა დინი ასტონ ვილადან კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. გამოცდილი ფლანგის მცველი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, რის შემდეგაც პარიზულ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.
პარი სენ-ჟერმენი 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €10 მილიონს გადაიხდის.

შეგახსენებთ, ლუკა დინი პარი სენ-ჟერმენში 2013-2016 წლებშიც თამაშობდა, რა დროშიც ფრანგმა ფეხბურთელმა 44 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავი კი 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.














