ინდივიდუალური სილამაზის მიღწევაში მნიშვნელოვანია კუნთის სწორი ზრდა, რისთვისაც სპეციალური ვარჯიშია საჭირო, Axis Towers Wellness Center-ის პერსონალური მწვრთნელი ირაკლი ცინცაძე Lagazzetta.ge-ს მკითხველს კუნთის ზრდის ვარჯიშებთან დაკავშირებულ თანამედროვე მიდგომებს უზიარებს:
- კუნთოვანი მასის ზრდაზე აკეთებთ აქცენტს, რატომ გახდა ეს მიმართულება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მზარდი ტემპით მოთხოვნადი?
- პირადად მე აქცენტს ვაკეთებ მასის მომატებაზე, რადგან ეგ გზა გავლილი მაქვს და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მასის მომატება ისეთივე რთულია, როგორც პირიქით წონის დაკლება, რეალურად, უფრო რთულიცაა. რაც შეეხება მოთხოვნის ზრდას, დღესდღეობით მომხმარებელს უკვე აქვს ბევრად მეტი არჩევანის შესაძლებლობა და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი იაზრებს, რომ ჯანსაღ სხეულთან ერთად იღებს ბევრად მეტ თავდაჯერებულობას.
- კუნთოვანი მასის ზრდა ქალებისთვის და კაცებისთვის აქტუალურია უფრო ხშირად რა ტიპის მიმართულებით სურთ მუშაობა?

- ნებისმიერ დარბაზში შესვლისას, შეამჩნევთ, რომ ქალების უმეტესობა ირჩევს ქვედა ტანის ვარჯიშებს ანუ საჯდომის და ფეხის ვარჯიშებს, და ანალოგიურად, მამაკაცების უმეტესობა ირჩევენ ტორსის კუნთებს მაგალითად, მკერდის, ხელების ან ზურგის ვარჯიშებს. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებელი ირჩევს იმ ნაწილს, რაც მისი გადმოსახედიდან უპირატესია.
- ვარჯიშის პროცესში სწორი კვება რამდენად მნიშვნელოვანია?
- ვარჯიშის დროს სასურველი შედეგის მისაღწევად, სწორი, დაბალანსებული კვება და ძილის რეჟიმი შეადგენს შედეგის დაახლოებით 70%-ს. სტატისტიკის თანახმად, ადამიანი კვირაში საშუალოდ 3 დღე ვარჯიშობს, დაახლოებით 1-2 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში ვარჯიშის საშუალო დრო 5-6 საათს შეადგენს, მაგრამ კუნთის აღდგენა, თვითონ ვარჯიშის პროცესზე ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ძალიან რთული ბიოქიმიური პროცესი და საჭირო რაოდენობით მიკრონუტიენტების, მაკრონუტრიენტების და ვიტამინების გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა თითქმის, არარეალურია, ეს არამხოლოდ მასის მომატებას ეხება, არამედ, ჭარბი წონის ხარისხიან დაკლებას.
- ვინ ადგენს კვების რაციონს?
კვების შედგენას აქვს თავისი სპეციფიკა და გათვალისწინებულია ინდივიდუალური ფაქტორები, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა მრავალი კომპონენტი, სპეციალური რაციონის შესადგენად არსებობენ აპრობირებული ნუტრიციოლოგები, რომელთაც შესაბამისი განათლება აქვთ მიღებული და არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები.
- დაახლოებით რამდენ ხანში დგება შედეგი?
- შედეგი და დრო სრულიად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, სხვადასხვა ფაქტორზე: ადამიანის სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, გარემო და ბევრი სხვა.
- რა უპირატესობას სთავაზობს მომხმარებელს Axis Towers Wellness Center-ი?
- Axis Towers Wellness Center-ში მომხმარებლებს არამხოლოდ ვარჯიშის არამედ, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა ეძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით არსებული ყოველდღიური სტრესიდან გამომდინარე. სტრესთან ერთად ორგანიზმში მატულობს ისეთი ჰორმონის კონცენტრაცია, როგორიცაა კორტიზოლი და ამის ფონზე ადამიანს შესაძლოა, ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეექმნას, ამიტომ განტვირთვა უმნიშვნელოვანესია.
- კუნთოვანი მასის მომატების მიმართულებით როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რამდენადაა გამოყენებული საერთაშორისო გამოცდილება Axis Towers Wellness Center-ში?
- ყველა ის ტენდენცია და კვლევები რაც ამ დროისთვის საერთაშორისო ფიტნეს ინდუსტრიაში აღიარებულია აქტიურად გამოიყენება Axis Towers Wellness Center-ში, საწვრთნელო შტაბს გავლილი აქვს შესაბამისი სასერტიფიკატო კურსი.
- ზოგადად სხეულის სწორი განვითარება და მასის სწორი გადანაწილება რამდენად მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის?
- სწორი ვარჯიში და სწორად შერჩეული და მეთოდიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სხეულის სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული ადამიანი ცხოვრების ხარისხი. არასწორმა ვარჯიშმა და არასწორად შერჩეულმა მეთოდებმა შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის დისბალანსი და არასასურველი ტრავმები. აქედან გამომდინარე სხეულის სწორი განვითარება და მასის სწორი გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია.
- კუნთოვან მასაზე მუშაობა რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბიჭებში/გოგოებში?
- მოზარდებში უკვე 14 წლიდან შესაძლებელია აქტიური ვარჯიში, როგორც ბიჭებში ასევე გოგოებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალური მწვრთნელის სწორად შერჩევა და მისი კონტროლის ქვეშ მოხდეს ფიზიკური აქტივობა. აუცილებელია იდეალური ტექნიკის შესწავლა და კუნთების სწორი განვითარება. წონებით ვარჯიშები არ არის
სასურველი რადგან 14-დან 16 წლამდე ფორმირდება მოზარდის ძვალ-ხრტილოვანი სისტემა. 16 წლიდან კი თამამად შეიძლება დატვირთვის გაზრდა ზომიერების ფარგლებში.
- რას ურჩევთ ვისაც კუნთოვანი მასის ზრდა სურს, საიდან დაიწყონ?
- დამწყებებს ვურჩევ, კვალიფიციური მწვრთნელის შერჩევას, რადგან შეისწავლონ ტექნიკურად ვარჯიშის სწორი შესრულება, რადგან მასის ზრდაზე ვარჯიში გულისხმობს მზარდ წონებთან ვარჯიშს და არასწორი ვარჯიშის შემთხვევაში ტრავმის რისკი მატულობს. Axis Towers Wellness Center-ში, კვალიფიციურ მწვრთნელებთან და მყუდრო გარემოსთან ერთად დაგხვდებათ თანამედროვე ინვენტარი, რაც თქვენი ვარჯიშის უსაფრთხოების გარანტია.








