მე-10 ტრანსფერი! ლონდონის ჩელსიმ მორიგი ტრანსფერი დახურა — 24 წლის პორტუაგიელი შემტევი ნახევარმცველი პედრუ ნეტუ ვულვზიდან კარიერას სტემფორდ ბრიჯზე გააგრძელებს! მხარეებს შორის შეთანხმება სულ რამდენიმე წუთის წინ შედგა, საუბარია €63 მილიონიან გარიგებაზე. ნეტუს ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე ელოდებიან.
იმის მიუხედავად, რომ ჩელსიში ნეტუს პოზიციაზე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ირიცხება, მარესკას კიდევ სურდა ერთი შემტევის დამატება და როგორც ჩანს, გუნდმა არჩევანი პორტუგალიელზე გააკეთა, რომელიც ორივე ფლანგზე ერთნაირად კარგად თამაშობს. ნეტუთი კიდევ ორი ლონდონური კლუბი, არსენალი და ტოტენჰემიც ინტერესდებოდნენ, თუმცა ყველას ჩელსიმ აჯობა.
ნეტუ ვულვზის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, რა დროშიც 135 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 14 გოლი და 24 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები... ახლა კი ფეხბურთელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება, ჩელსიში პედრუს უკვე ელოდებიან.