რომელუ ლუკაკუ ნაპოლის უახლოვდება. უკანასკნელი ცნობებით, ლონდონის ჩელსი მის სანაცვლოდ 25 - 35 მილიონ ევროს მიიღებს. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბელგიელი ფორვარდი მომდევნო კვირისთვის უკვე "პარტენოპეის" სრულფასოვანი მოთამაშე გახდება.
რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, "ლურჯები" "არისტოკრატების" თავდამსხმელთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. ისმის კითხვა - რა ელის ვიქტორ ოსიმენს "ბიგ რომის" "აძურიში" გადასვლის შემდეგ? როგორც ვიცით, ის ტრანსფერზე არის დაყენებული, მაგრამ რეალური მსურველი ჯერჯერობით არ ჩანს.
ნიგერიელი თავდამსხმელის სახელს უკავშირებენ არსენალს, ჩელსის, პარის სენ-ჟერმენს და საუდის არაბეთის გუნდებს, თუმცა კონკრეტულ წინადადებამდე საქმე არ მისულა. ბოლო პერიოდში პსჟ-ს ვარიანტი გახდა კვლავ აქტუალური მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ის ჩემპიონებმა ტრავმის გამო 3 თვით გონსალო რამოში დაკარგეს.
დიეგო მარადონაზე დარჩენის ალბათობა პრაქტიკულად ნულს უდრის - ეს თავად ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელმაც იცის. ის არ ჯდება ანტონიო კონტეს გეგმებში, აურელიო დე ლაურენტისს კი მისი გაყიდვით ნაპოლის ბიუჯეტის შევსება სურს. ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაირკვევა.