გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა სერია A-ს მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ფეხბურთელი გიორგი კვერნაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.
23 წლის ვინგერის სატრანსფერო ფასმა Transfermarkt-ზე 4 მილიონით მოიმატა და €8 მილიონი გახდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ფროზინონეს ერთ-ერთ ლიდერაც იქცა. კვერნაძის ანგარიშზე 6 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

















