მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა თავდამსხმელმა, ზაზა ჯანაშიამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენის მეტოქე ლივერპული იქნება. თავად ქართველი ექს-ფორვარდი ქომაგობს მადრიდის რეალს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფინალში გავა პსჟ, ის სწორედ ფრანგულ კლუბს უგულშემატკივრებს.
"ლივერპული არც ისე ძლიერი გუნდია და კვარაცხელია მათ აუცილებლად გაუტანს. ზოგადად, მისი დონის ფეხბურთელისთვის ძლიერი მოწინააღმდეგე არ არსებობს. ხვიჩა ყველა მატჩში შეაგდებს. მოიგებს თუ არა პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგას? მე რეალის ქომაგი ვარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფინალში პსჟ გავა, ფრანგული კლუბის მხარეს ვიქნები", - განაცხადა "რკინიგზელთა" ექს-ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი "წითლებს" უკვე შეხვედრილა - სამი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე. ნაპოლის იმდროინდელმა ლიდერმა მერსისაიდელებმა ასისტი მიითვალა.