იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 41 დღეა დარჩენილი, ევროპის ტოპ კლუბები კი პოტენციურ ტრანსფერებზე უკვე ფიქრობენ, თუმცა ევროპაში არიან ისეთი კლუბებიც, რომლებიც გაყიდვებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ახალი ფეხბურთელების დამატებაზეც — სწორედ ასეთი გუნდია
ჩელსი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ საკმარისზე მეტი ფეხბურთელი ირიცხება და ენცო მარესკა რამდენიმე მათგანის გაშვებას ითხოვს.
ტრანსფერზე დაყენებული ფეხბურთელები:მარკ გიუ;
ბენ ჩილველი;
აქსელ დისასი;
ჩეზარე კასადეი;
ომარი კელიმანი;
ბენუა ბადიაშილე;
კერნი ჩუკვუემეკა;
მიხაილო მუდრიკი;
დეივიდ ვაშინგტონი;
რა თქმა უნდა ყველა მათგანის გაშვება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ლონდონური კლუბი ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. საუბარია როგორც პირდაპირ გაყიდვაზე, ისე იჯარით გაშვებაზეც.