რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება — თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვალენტინ ბარკო სტრასბურგიდან კარიერას ჩელსიში გააგრძელებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, გარიგების საბოლოო დეტალები კი მიმდინარე თვის ბოლომდე მოგვარდება.
იმის შესახებ, რომ ჩელსი ვალენტინ ბარკოს ტრანსფერზე მუშაობდა, მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. არგენტინელი ფეხბურთელის დამატება ლიამ როსენიორმა მოითხოვა და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი სპეციალისტი ჩელსის მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ლონდონური კლუბი 21 წლის მოთამაშის ტრანსფერს მაინც დახურავს.
ვალენტინ ბარკო სტრასბურგის ღირსებას 2025 წლიდან იცავდა, რა პერიოდშიც არგენტინელმა უნივერსალმა ფეხბურთელმა 58 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გავლენიან ფრანგულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ვალენტინ ბარკო ჩელსისთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.














