ტრანსფერი დაიხურა, პეპ ჩავარია რაიო ვალეკანოდან კარიერას ჩელსიში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ესპანელ განაპირა მცველს ლონდონში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ჩელსი 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €22/23 მილიონს გადაიხდის, ჩავარია კი "ლურჯებთან" გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მას შემდეგ, რაც ჩაბი ალონსომ ჩელსი ჩაიაბარა, ესპანელმა სეპციალისტმა ახალი მარცხენა ვინგ-ბექის დამატება მოითხოვა. ლონდონელები ამ პოზიციაზე სხვა კანდიდატურებსაც განიხილავდნენ, თუმცა ალონსოსთვის ჩავარია ყოველთვის #1 სამიზნე იყო. იმის მიუხედავად, რომ რაიო ვალეკანომ ორი შეთავაზება დაბლოკა, ჩელსიმ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მაინც დახურა.
როგორც იწერება, ლონდონელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და გავრცელებული ინფორმაციით, ჩაბი ალონსოს გუნდი აგვისტოს თვეში მინიმუმ კიდევ 2-3 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს.
















