ნაპოლი და ალ აჰლი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ! "პარტენოპეი" ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ თითქმის €80 მილიონს მიიღებს, ფეხბურთელისთვის კი 4-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, ოსიმენის წლიური ხელფასი დაახლოებით €35 მილიონი იქნება. 25 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაიწერება გამოსასყიდი თანხაც,
თუმცა ოსიმენს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია!
ალ აჰლის წარმომადგენლები იტალიაში იმყოფებიან, სადაც ფეხბურთელის აგენტთან და ნაპოლისთან გარიგების ბოლო დეტალების მოგვარებას ცდილობენ. საქმეში რჩება ჩელსიც, ლონდონური კლუბი ახალ ფორვარდს ეძებს და ოსიმენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ნიგერიელი ფორვარდი ლონდონურ გუნდს ელოდება, თუმცა თუ მარსეკსას გუნდმა შეთავაზება არ გააკეთა, ფეხბურთელი დიდი ალბათბით საუდის ლიგაში გააგრძელებს კარიერას.
იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე იხურება, შესაბამისად, ოსიმენის თაობაზე ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს.