პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს შეჯიბრი პარა ძიუდოში დაიწყო. ქართველთაგან ტატამიზე პირველი ზურაბ ზურაბიანი (-60კგ. კატეგორია J2) გავიდა. ზურაბიანმა ასაპრეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც ჩილეს წარმომადგენელი იოჰან ჰერერა ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველი ნახევარფინალში ალჟირელ იაშ ულკუიდერს დაუპირისპირდება.
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია, ჩემპიონი პარამძლეოსნი, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ და ეტლით ფარიკაობაში (ხმალი) ნინო თიბილაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედალი საქართველოს ვლადიმერ ჭინჭარაულმა 50 მეტრზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში მოუტანა.