თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი პარაძიუდოში ქართველების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს პარაძიუდოის ნაკრებმა ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს ნაკრები პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ჩვენმა გუნდმა ნეიტრალური პარასპორტსმენთა გუნდი 4:2 დაამარცხა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე პარაძიუდოში ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ლევან გუგავამ (J2, 81 კგ.) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ.)მოიპოვეს, ვეცხლის მედალი კი რევაზ ჩიკოიძის (J2, +95 კგ.) ანგარიშზეა.

















