თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პარაძიუდოში დღეს საქართველოს ოქროს მედალი ლევან გუგავამ (J2, 81 კგ.) მოუტანა.
ქართველმა ფინალურ შეხვედრაში ყაზახი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
დღესვე რევაზ ჩიკოიძე (J2, +95 კგ.)ვეცხლის მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატზე 25 სექტემბერს საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედალი საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ.) მოიტანა. შეჯიბრება 27 სექტემბერს დასრულდება.

















