თბილისი პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
შეჯიბრება 25-27 სექტემბერს ჰუალინგ პლაზაში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატში 44 ქვეყნის 312 პარასპორტსმენი ჩაერთვება, რაც რეკორდული რაოდენობაა.
საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.
მცირემხედველთა კატეგორია (J2):
გიორგი ქალდანი -70 კგ
ზურაბ ზურაბიანი -70 კგ.
ლევანი გუგავა -81 კგ.
ბაჩუკი შელია -81 კგ
ზვიად გოგოჭური -95 კგ.
ლაშა ყიზილაშვილი -95 კგ.
რევაზ ჩიკოიძე +95 კგ.
ქეთი გილიგაშვილი -60 კგ.
ინა ქალდანი -70 კგ.
უსინათლოთა კატეგორია (J1)
გიორგი გამჯაშვილი -70 კგ.
გურამ აფციაური -70 კგ.
საბა ბაღდავაძე -81 კგ.
ლუკა ხარაიშვილი -81 კგ.
გიორგი ბერიძე -95 კგ.-
რამინი ყიფშიძე +95კგ.
25 და 26 სექტემბერს ინდივიდუალური, ხოლო 27 სექტემბერს გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური და საბა ბაღდავაძე შეეცდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის თბილისში ჩატარება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

















