საქართველოს ეროვნული ნაკრების და კარლსრუეს ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში დაბრუნდა, სადაც გუნდს პრესეზონზე შეუერთდა. 30 წლის ფეხბურთელმა გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
“არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ 90 პროცენტით კარლსრუეში დავრჩები”, - განაცხადა ზივზივაძემ Badische Neuesten Nachrichten-თან ინტერვიუში.
ბუდუ ზივზივაძეს კარლსრუესთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. რამდენიმე კვირის წინ, ქართველი ფორვარდით დამატებით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მათ შორის ბუნდესლიგაში ახლადაღზევებული სანკტ პაული და თურქული ტრაბზონსპორი, თუმცა, ბოლო პერიოდია ბუდუს სხვა კლუბში შესაძლო ტრანსფერზე, ცნობები აღარ იწერება.