შეთანხმება შედგა! ჟოაუ კანსელუს ევროპული კარიერა დასრულდა, 30 წლის განაპირა მცველი კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ, ალ ჰილალში გააგრძელებს. მანჩესტერ სიტი ფეხბურთელის სანაცვლოდ €25 მილიონს მიიღებს, პორტუგალიელი კი ახალ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, შემდეგი ეტაპი კი ტრანსფერის გაოფიციალურება იქნება.
მას შემდეგ, რაც ბარსელონამ კანსელუს გამოსყიდვა ვერ მოახერხა, ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში დარბუნდა. კატალონიელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურდათ, მაგრამ მხოლოდ იჯარით, რაზეც ინგლისელები თანახმა, რა თქმა უნდა, არ იყვნენ. მეორე მხრივ, კანსელუ გვარდიოლას გეგმებში არ შედიოდა, შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა სხვა ვარიანტების მოძებნა დაიწყო — ევროპული ტოპ ლიგებიდან ჟოაუს მიმართ ინტერესი არ ყოფილა, საუდის კლუბები კი დაინტერესება ყოველთვის იყო.
ალ ჰილალი და მანჩესტერს სიტი სატრანსფერო თანხაზე რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ, შემდეგი ეტაპი კი კანსელუს დაყოლიება იყო — საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი, ფეხბურთელს წელიწადში €15 მილიონს სთავაზობდა, რაზეც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უარი, რა თქმა უნდა, ვერ თქვა. ტრანსფერი ოფიციალური უახლოეს საათებში გახდება.