გიორგი მამარდაშვილი უახლოეს საათებში ლივერპულის ფეხბურთელი გახდება! 23 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, შემდეგი ეტაპი კი ინგლისურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაა. ენფილდის ბინადრები მამარდაშვილის სანაცვლოდ ჯამში €37.5 მილიონს გადაიხდიან.
ლივერპულსა და ვალენსიას შორის საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმება შედგა — მამარდაშვილი, მინიმუმ 1 წელი, მესტალიაზე დარჩება, 2025 წელს კი სლოტის გუნდს შეუერთდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სანამ პროცესი დაიწყებოდა, El Chiringuito TV-ის ჟურნალისტმა, გიორგის ვალენსიაში კიდევ ერთი წლით დარჩენის შესახებ ჰკითხა:
- ბედნიერი ხართ, ვალენსიაში კიდევ ერთი წელი რომ ითამაშებთ?
- რა თქმა უნდა!
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ველოდებით ლივერპულის განცხადებას, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება!