ხულიან ალვარესმა მადრიდის ატლეტიკოში ვარჯიში განაახლა. წინა სესიები ახალგაზრდა თავდამსხმელმა გამოტოვა შეუძლოდ ყოფნის გამო - ასე წერია "როხიბლანკოსის" ოფიციალურ გვერდზე. არგენტინელ ფორვარდში არ შეინიშნება ამაღლებული განწყობა და ამას თავისი, ყველასთვის ცნობილი მიზეზი აქვს.
დიეგო სიმეონეს გუნდის თავდამსხმელს გვერდში უდგას კრისტიან რომერო, ვინც ესპანეთის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ გადავიდა. უდიდესი ალბათობით უკვე ჩავლილია 26 წლის ფორვარდის ბარსელონაში გადასვლის ისტორია, ასევე სპეკულაციები მანჩესტერ სიტისა და არსენალის ინტერესზე.
"ლა არანია" რჩება მეტროპოლიტანოზე, მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე. 2026/2027 წლების სეზონის პირველი ნახევარი გვიჩვენებს, აქვს თუ არა ატლეტიკოს მომავალი თავის მე-19 ნომერთან ერთად და იქნება თუ არა კატალონიაში გადაბარგების შანსი კიდევ.
🇦🇷🔴⚪️ Julián Alvarez in training.@Atletico_MD pic.twitter.com/sNp0iNjSzI
— Atletico Universe (@atletiuniverse) August 30, 2026
![[VIDEO] ხულიან ალვარესმა ატლეტიკოში ვარჯიში განაახლა - პირველი კადრები](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F5pxjUfZ4jku9evmm9pXL7slxOI1pxV8B.png&w=3840&q=75)











