დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტინგი გიორგი ქოჩორაშილის გაფორმებასთან არის ახლოს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ახალ სეზონს ლისაბონურ კლუბში დაიწყებს. ამასთან დაკავშირებით,
LaGazzetta.ge ქართველი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა.
"ვადასტურებ სპორტინგის ინტერესს. ასევე სხვა კლუბებთანაც მიდის მოლაპარაკება", - განაცხადა ხავიერ პიკერმა ჩვენთან საუბარში.
გიორგი ქოჩორაშვილს ლევანტესთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ვალენსიური კლუბი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €10 მილიონად აფასებს. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტი სპორტინგია.