
დინამო არენაზე გამართულ მატჩში, შოთიკო დიაკონიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ანგარიში 24-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა გახსნა. მეტოქემ ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა, თუმცა მატჩის ბოლოს, დინამომ მოუმატა და წონასწორობა კაპიტნის, მათე შათირიშვილის გოლით (2-2) აღადგინა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტების უკეთ დარტყმა იტალიურმა გუნდმა შეძლო. დინამო თბილისმა 2 პენალტი გააფუჭა და მე-3 ადგილისთვის ინგლისური უოტფორდის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, 28 აგვისტოს, 19:00 საათიდან იბრძოლებს.
დარასელიას თასის გათამაშებაში სულ 6 გუნდი მონაწილეობს: დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი (იტალია), უოტფორდი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი) და გალათასარაი (თურქეთი).
საინტერესოა, რომ ზარაფხანასა და Sports Orient-ის თანამშრომლობით შეიქმნა მედალი, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. აღნიშნულ ჯილდოს დარასელია თასი 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელი მიიღებს.

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ტაიმი 35 წუთს გრძელდება. გათამაშების არსებობის განმავლობაში პირველად, მატჩები სრულად ბუნებრივსაფარიან მოედნებზე იმართება: ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და საგურამოში, ს.კ ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე.
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გვთავაზობს.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია Sports Orient-ის ფოტო













