ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და რუსთავი დაუპირისპირდნენ.
მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ეს მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტდა, რაც თამაშის მიმდინარეობაზეც აისახა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 55-ე წუთზე ლუკა პარკაძემ რუსთავი ლამაზი გოლით დააწინაურა.
78-ე წუთზე რუსთავი 10 კაცით დარჩა, რასაც მალვე ბათუმის გოლი მოჰყვა. მე-80 წუთზე პენალტით ანგარიში ნიკა კალანდარიშვილმა გაათანაბრა.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი მარამ გამარჯვების გოლი გაიტანა და დინამო ბათუმს 3 ქულა მოუტანა. აჭარლები ლიდერ იბერიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა იბერიას ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.











